09:11
20 აგვისტო, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
წინა წელთან შედარებით, თებერვალში საქართველოს 70 ათასით მეტი მოგზაური ეწვია
03-03-2016
წინა წელთან შედარებით, თებერვალში საქართველოს თითქმის 24%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ 2016 წლის თებერვლის სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, თებერვლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით, საქართველოს თითქმის 24%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, მათ შორის, გაიზარდა იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში. ეს მონაცემი წინა წლის თებერვალთან შედარებით 19%-ით არის გაზრდილი.

აიკითხეთ ვრცლად bpn.ge -ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები