საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 647 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარით გაუარესდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -22 მილიარდ 800 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მინუს 150.1%.
2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9 მილიარდ 300 მილიონ დოლარია, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 228 მილიონ 400 ათასი დოლარით აღემატება. მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 876 მილიონ 200 ათასი დოლარით მეტია.