წყალხმელეთა ბაყაყი, რომელიც იაპონიაში წარმატების სიმბოლოდ ითვლება, უკუდო ამფიბიათა 550-ზე მეტ სახეობას აერთიანებს, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულად ნამდვილი ბაყაყი ითვლება. მართალია, ბაყაყისებრთა უზარმაზარი ოჯახის არცერთ წარმომადგენელს არ აქვს კისერი, თავი კი, თითქოს შეზრდილია მოკლე და საკმაოდ ფართო ტანთან, სამაგიეროდ წყალხმელეთა ცხოველი უნიკალური მხედველობის პატრონია, რადგან ერთდროულად შეუძლია წინ, ზევით და გვერდზე ყურება, ძილის დროს კი, პრაქტიკულად არასდროს ხუჭავს თვალებს. ბაყაყი, რომელიც მეტწილად მტკნარ წყალსატევებთან იდებს ბინას, პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე ვრცელდება და ნებისმიერ კლიმატურ პირობებს კაპრიზების გარეშე ერგება არქტიკული თოვლის ჩათვლით, თუმცა, უპირატესობას მაინც ტროპიკული ტყეების ზონას ანიჭებს, სადაც უამრავი სახეობითა და ქვესახეობითაა წარმოდგენილი.