ციკლონმა "ბულბულმა" ბანგლადეშსა და ინდოეთში 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ორ მილიონზე მეტი ადამიანი კი იძულებული გახდა მთელი ღამე დროებით თავშესაფრებში გაეთენებინა. ძლიერმა შტორმმა ათასობით სახლი გაანდგურა. ქარმა, რომლის სიჩქარეც საათში 120 კილომეტრი იყო, მოგლიჯა ხეები და დააზინა სხვა ინფრასტრუქტურა. ინდოეთში ყველაზე მეტად სტიქიამ დასავლეთ ბენგალი დააზარალა. უამინდობამ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანპორტო მიმოსვლის შეფერხებაც გამოიწვია.
როგორც ბანგლადეშის მთავრობა იტყობინება, ციკლონი ნელნელა სუსტდება.