ციკლონ "ამფანს" ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში სულ ცოტა 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - ინფორმაციას „სიენენი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ციკლონის შედეგად, რომელიც ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროებსა და ბანგლადეშს დაატყდა თავს, გაითიშა ელექტროენერგია, მოგლეჯილია ხეები, დანგრეულა ათასობით სახლი, ხიდები და სანაპირო ჯებირები.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ციკლონი უფრო დიდი კატასტროფა აღმოჩნდა, ვიდრე კორონავირუსის ეპიდემია. მანამდე, ინდოეთისა და ბანგლადეშის ხელისუფლებამ სტიქიის ზონებიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ციკლონს, ინდოეთის ორისასა და დასავლეთ ბენგალის შტატებში ძლიერი წვიმა უძღოდა წინ.
"ამფანი" ბენგალის ყურეში წარმოიშვა. ქარიშხალს მეტეოროლოგებმა ყველაზე მაღალი, მე-5 კატეგორია მიანიჭეს.