ციხისძირიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვის სამუშაოები განახლდა. ამჯერად, ციხისძირისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან 6 სხვადასხვა ჯიშის მცენარის გადარგვა იგეგმება. როგორც კომპანია "ზიმოში" აცხადებენ, მოსამზადებელი სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაგნოლიის ხის გადასარგავად დაახლოებით ამდენივე დრო არის საჭირო. ხეების გადარგვას"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპროტესტებენ. როგორც პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრი, რეზო ხარაზი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაპირებებს არ უსრულებს და ხეების გადარგვით არის დაკავებული. მსგავსი სამუშაო მიმდინარე წლის მარტში განხორციელდა, როდესაც ციხისძირიდან ტიტას ხე ზღვის გავლით გურიის პარკში გადარგეს.