ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო. ოპოზიციონერი დეპუტატები თინა ბოკუჩავა და სერგო რატიანი პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვენ განმარტებას თუ რატომ არ აძლევენ პატიმრებთან შესვლის უფლებას ოპოზიციის წევრებს. თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან მივიდა და ამ საკითხზე მისგან განმარტების მიღებას ითხოვდა. ხმაური სხდომაზე დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ფრაზამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციას ციხეებში იმიტომ არ უშვებენ, რომ მათ სუნი არ დააყენონ.
კონფლიქტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს ოპოზიციის წარმომადგენლების გაყვანა დაავალა რის შემდეგაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბიუროს სხდომა დატოვეს.