შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშო სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში, ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მინისტრი არ აკონკრეტებს რა კონკრეტულ აქტივობებს ახორციელებს სახელმწიფო, თუმცა აღნიშნავს, რომ პროცესში ჩართულია სხვადასხვა კერძო პირი, ორგანიზაცია და საერთაშორისო პარნტიორები.
ციხელაშვილის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება აღნიშნულ საკითხზე გასაკვირია, რადგან სწორედ ისინი მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ნაბიჯები ყოველგვარი პიარის გარეშე გადადგმულიყო.