ყინულის დრაკონი ,საბავშვო ამერიკელი მწერლის ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ილუსტირებული ,ფანტასტიკური ჟანრის რომანია , მწერლის შემოქედებაში რიგით მეთოთხმეტე , რომელიც მწერალმა პირველად 1980 წელს შეერთებულ შტატებში, ინგლისურ ენაზე გამოსცა. მსოფლიოში დღემდე წიგნის 10 მილიონამდე ეგზემპლიარია გაყიდული , ის ნათარგმნია 15 ენაზე, მათშორის ქართულადაც.წიგნის სიუჟეტი გამოგონილ სამყაროში ვითარდება , სადაც გამეფებულია ცივი ზამთარი , რომელიც იმდენად დიდი ხანია გარძელდება, რომ მოკვდავთა შორის აღარავის ახსოვს თუ როდის დაიწყო ის. ნაწარმოების მთავარი გმირი პატარა გოგონა სახელად ადარაა , რომელიც დედის სიკვდილის შემდეგ მარტო დარჩენილი , უცნაურ მეგობარს , ყინულის დრაკონს გაიჩენს ,რომელიც შიშის ზარს სცემს მის ქალაქს , ადგილებს რომელსაც ის გადაუფრენს ყინულის ქალაქად აქცევს. მაგრამ ერთ დღესაც ადარას მშობლიურ ქალაქს ჩრდილოეთიდან ცეცხლის დრაკონები დაესხმებიან თავს, ყველასთვის საშიში ყინულის დრაკონი კი ქალაქს მხსნელის ამპლუაში მოევლინება და გოგონასთან ერთად მოუწევს ქალაქის გადასარჩენად ბრძოლა ცეცხლოვან დრაკონებთან.