"ქალაქი" - ამერიკელი მწერლის, თანამედროვე ამერკული ფანტასტიკური ლიტერატურის ერთერთი ფუძემდებლის, კლიფორდ სიმაკის, სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის რომანი. რომანი 8 მოთხრობისგან შედგება, რომლებსაც ავტორი 1944 წლიდან 1951 წლის ჩათვლით წერდა. თავდაპირველად ისინი საჟურნალო პუბლიაკციებისთვის იყო განკუთვნილი და ცალკეულ მოთხრობებად ქვეყნდებოდა, საბოლოოდ კი 1952 წელს მოთხრობები გაერთიანდა და გამოიცა რომანი სახელწოდებით "ქალაქი". გამოცემიდან 20 წლის შემდეგ კი ავტორმა რომანს კიდევ ერთი თავი - "ეპილოგი" შემატა.