1984 - ინგლისელი ესეისტის, ჟურნალისტის, კრიტიკოსისა და მწერლის ჯორჯ ორუელის დისტოპიური ჟანრის რომანი. ორიგინალი 1948 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. რომანის მიხედვით მოვლენები 1984 წელს ლონდონში ვითარდება - საჰაერო ზონის მთავარ ქალაქში ყოფილ დიდ ბრიტანეთში , რომელიც რიგით მესამე ყველაზე ხალხმრავალი ტოტალიტარული სახელმწიფოა ოკეანიაში. ოკეანია მუდმივ ომში იმყოფება ორ სხვა ტოტალიტარულ ზესახელმწიფოსთან. წიგნის მთავარი გმირი 39 წლის მამაკაცი, უინსტონ სმითია, რომელიც სიმართლის სამინისტროში ისტორიის გადამწერად მუშაობს . თუმცა არსებული რეჟიმის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი. სხვების დასანახად ცდილობს პარტიული იდეების მოყვარულად გამოიყურებოდეს, თუმცა ყოველთვის აქვს შეგრძნება რომ უთვალთვალებენ. განსაკუთრებული ეჭვი კი ჯულიაზე აქვს, რომელიც იმავე სამინისტროში მუშაობს. თუმცა მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობები იწყება, რაც იქაური შინაგანაწესით იკრძალება.