ამერიკის შეერთებული შტატების საგადასახადო სამსახური კრიპტოვალუტების მფლობელებს ფედერალური საგადასახადო კანონმდებლობის შესაძლო დაღვევის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი, უწყების ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს.თუ რა ტიპის შედეგები შეიძლება ემუქრებოდეთ ციფრული ვალუტების მფლობელებს, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ. საუბარია, მხოლოდ სხვადასხვა სახის ჯარიმებზე. როგორც ცნობილია, წერილების გაგზავნა აგვსიტოს ბოლომდე დასრულდება.შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრიპტოვალუტები გააკრიტიკა. მისი თქმით, ისინი არაა სანდო და შესაძლოა, დანაშაულებრივი ქმედებებისთვის გამოიყენონ.