"ციანიდის საქმის" მთავარი მოწმე საქართველოში დაბრუნდა. როგორც ირაკლი მამალაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა. ის იურისტებთან კონსულტაციას გაივლის, რის შემდეგაც გადაწყვეტს, თუ რას მოითხოვს ფირცხალავასა და "რუსთავი 2"-სგან. საქმე ეხება იმ სატელევიზიო სიუჟეტს, რომელიც "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა და რომელშიც მას ბრალს ფირცხალავა აგენტობაში სდებდა. მამალაძემ საქართველო 2 დღის წინ დატოვა მიზეზად კი მედიით მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები დაასახელა.