ციანიდისთვის დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა პაატა მეხრიშვილმა, მიხეილ რამიშვილმა და სულხან კომახიძემ პროკურატურას ჩვენება არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. როგორც პროკურორმა განაცხადა, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი ადვოკატებისგან ვერ მიიღეს. დავით გუმბერიძის განცხადებით, ადვოკატები არასწორად იყენებენ ადვოკატთა ეთიკის კოდექსის იმ ნორმას, რომლის მიხედვითაც ადვოკატმა კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალურობა უნდა დაიცვას. მისივე თქმით, საქმე ეხება დახურული სასამართლო სხდომიდან ინფორმაციის გამჟღავნებას, რისი უფლებაც ადვოკატებს არ ჰქონდათ.პროკურორი ამბობს, რომ ადვოკატების დაკითხვაზე დაბარების ბერკეტები აღარ აქვთ, თუმცა გამოძიება გაგრძელდება. ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.