21:03
27 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
ციანიდი მწარე ნუშის სახეობაში, რომელიც ადამიანისთვის მომაკვდინებელია - რომელია კიდევ ერთი სახიფათო ნივთიერება თხილეულში, რაც ძვლების გამოფიტვას იწვევს
04-03-2019

სახიფათო ნივთიერება, რომელიც შესაძლოა ნუშის შემთხვევაში არსებობდეს ამიგდალინია, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ციანიდად გარდაიქმნება. ციანიდი - ქიმიური ნაერთი, შხამი, რომელიც წარმოადგენს წყალბადმჟავის მარილებს, ორგანიზმში მისი მოხვედრა იწვევს ადამიანის სიკვდილს.

თუმცა ეს სახიფათო ნივთიერება ნუშის იმ სახეობაშია, რომელიც სიმწარით გამოირჩევა და მას ძირითადად კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებენ, ტკბილი ნუში კი ძალიან სასარგებლო და უსაფრთხო პროდუქტია.  ამიტომ თუ ნუშს გარგრის გულისმაგვარი სიმწარე აქვს, არ შეჭამოთ, რადგან თქვენ ამიგდალინიან პროდუქტთან გაქვსთ საქმე. კიდევ ერთი ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებით ბევრია ნუშში და ასევე სხვა თხილეულის შემადგენლობაშიც ფინის მჟავაა, რომელიც კალციუმის შეწოვას უშლის ხელს და შესაძლოა კალციუმის დეფიციტი და ძვლების გამოფიტცავ გამოიწვიოს.  თუმცა თუ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი გაქვთ, ფიტინი უსაფრთხოა, პრევენციისთვის კი შეგიძლიათ ნუში 12 საათით გააჩეროთ წყალში და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვათ, რადგან ასეთი მოქმედებით მისგან ფიტინის ნაწილი გამოდის.

თხილისა და ნიგვზის შემთხვევაში კი უმჯობესია თუკი მათ მოხალავთ და ისე მიირთმევთ, რადგან ფიტინი ამ შემთხვევაშიც მცირდება პროდუქტში, მოხალულ თხილეულში კი მთლიანადაა შენარჩუნებული დადებითი თვისებები.

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები