ეს ქართველი ცოლ-ქმარი ჯერ კიდევ ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, აფხაზეთიდან დევნილები, მოსკოვში კრემლთან ახლოს მაცხოვრებლები წითელი პასპორტებით. წყვილმა დაბადების დღის აღნიშვნა ატოცში გადაწყვიტა. წითელი ტორტი წარწერით „ოკუპაცია“, სიმბოლურად საოკუპაციო ზოლთან დაჭრეს... სწორედ საკუთარ დაბადების დღეზე გადაწყვიტეს, აგიზგიზებულ ცეცხლის ალში დაეწვათ რუსეთში დაბეჭდილი პასპორტები... მშვიდობიანი, თუმცა ყველაზე ემოციური ანტირუსული მანიფესტი, ასე დასრულდა.