შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, "აკმ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლასასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 120 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.