ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავების მიზეზი წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაა.
დაპირისპირება "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს. ისინი ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ.
პროტესტის მიზეზი თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის რეგისტრაციის ვადის დასრულება იყო. ერთ-ერთი ახალგაზრდა ლეიბორისტი, რომელიც აქციის დროს ცუდად გახდა - საავადმყოფოში გვიან ღამით პარტიის ლიდერმა მოინახულა.