ცესკოს ინფორმაციით, 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 1 085 უბნის მიხედვით შედეგები ასე გამოიყურება:
"ქართული ოცნება" - 54.72%"ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" - 23.21%"ევროპული საქართველო" - 3.99%"პატრიოტთა ალიანსი" - 3.34%"ლელო" - 2.66%"სტრატეგია აღმაშენებელი" - 2.46%"გირჩი" - 1.91%„1085 საარჩევნო უბანია დათვლილი. ძირითადად გახლავთ ისეთი უბნები, რომელიც არის ამომრჩეველთა რაოდენობით პატარა და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ოქმია შემოსასვლელი, როგორც თბილისიდან ისე დიდი ქალაქებიდან. დიდი ქალაქების, მათ შორის თბილისის და იმ დიდი რაოდენობის ამომრჩეველი უბნების ზეგავლენა იქნება იმ შედეგებზე, რომელიც და შეიძლება, შეცვალოს შედეგები“,- განაცხადა ჟვანიამ.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_43/dashboard