ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას არასამთავრობო სექტორთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ჰქონია. ამასთან, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ერთიან კანდიდატს არ შესთავაზებს.დაწყებულია “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ვადის ათვლა, რომლის ფარგლებშიც ახალმა პრეზიდენტმა უახლოეს დღეებში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს.კანდიდატების წარდგენამდე კი, სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატები არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით უნდა შეარჩიოს და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად სულ მცირე სამი კანდიდატურა წარადგინოს.