ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, ე.წ. „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით მოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისი თქმით, მოკვლევის დასრულების შემდეგ, ცესკოს პოზიცია გაცხადებული იქნება როგორც ჩართული მხარეებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.