დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უბანზე ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს გადასცეს, გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა.