ცესკოს შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა.საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ცესკოს შენობასთან მყოფ პირებს ცესკოს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.