ცესკოს განცხადებით მომართა 42-მა საარჩევნო სუბიექტობის მსურველმა, მათგან 4-მა კანდიდატმა უკვე გაიარა შესაბამისი რეგისტრაცია - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ცესკოში ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია. ხოლო იმ საინიციატივო ჯგუფებმა და პარტიებმა, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, უნდა მიმართონ.