ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 262 826 ხმა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 195 305 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 43%-ია. ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს მონაცემები უკვე დათვლილ 1181 საარჩევნო უბანის შედეგებს წარმოადგენს. შედეგები ეტაპობრივად შეიცვლება, რადგან პირველადი წინასწარი მონაცემების წარმოდგენისას, ცესკოს მხოლოდ უბნების 32% ჰქონდა დათვლილი. ამასტან უკვე ცნობილია ავღანეთის საარჩევნო უბნების შედეგები, სადაც ბიულეტენების დათვლა უკვე დასრულდა. ავღანეთის ერთ-ერთ უბანზე 750 ამომრჩეველი იყო, მეორეზე კი 143. დათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ ორივე უბანზე გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.