ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე ინიციატივით გამოდის, საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს.
როგორც სიორიძემ განმარტა, კონსტრუქციის შეცვლის შედეგად უკეთ გამოჩნდება ამომრჩევლის სილუეტი, რითაც ხმის მიცემის ფარულობა გარანტირებული გახდება და გამოირიცხება საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების გატანის, ან ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების პრაქტიკა. მისივე თქმით, ფარულობა ხმის მიცემისა უნდა იყოს გარანტირებული, რაც ამცირებს და გამორიცხავს იმ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან გატანასა და შემოტანასთან ე.წ. სომხურ კარუსელებთან.