“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, ცესკოს და საოლქო კომისიების წევრთა რაოდენობა 17-მდე იზრდება და 8-პროფესიული და 9-პარტიული წევრის პრინციპით დაკომპლექტდება. საარჩევნო ადმინისტრაციის ამგვარად დაკომპლექტების წესი ასახულია პროექტში, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და ინიცირებისთვის პარლამენტს უკვე წარედგინა.
ცესკო შემადგენლობა 17 წევრისგან განისაზღვრება, რომელთა შორის არის ცესკოს თავმჯდომარე. ცესკოს 8 წევრს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი აირჩევს, ხოლო 9 წევრს პარტიები დანიშნავენ.
ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან, პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით.