არავის ციხეში ჩასმა და პასუხისმგებლობაში მიცემა არ მიხარია, მაგრამ ცესკომ, მისმა წევრებმა უნდა გაიგონ, რომ გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და მსგავსი რამ ციხით მთავრდება, - ამის თაობაზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, ჩანს ისეთი დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხელმოწერების გაყალბება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.