ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვითაც კანდიდატების მიერ მიღებული ხმების 59,52% სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 40,48% გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. აღნიშნულ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი მოყვა, რის შედეგადაც მათ ცესკოს შემაჯამებელი სხდომა დატოვეს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი "ევროპული საქართველოდან" დავით გურგენიძე და "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირთაძე აღნიშნავენ შემაჯებელ ოქმში ასახული მონაცემები ქართველი ამომრჩევლის რეალურ ნებას არ ასახავს.