ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის პროცესი ცესკოში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა. ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების - ამომრჩევლის რეგისტრაციის , ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით 2021 წლის მარტიდან მიმდინარეობს. შეხვედრებში, ცესკოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ წარმომადგენლები პოლიტიკური გაერთიანებებიდან - "გირჩი - მეტი თავისუფლება", "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები", "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, "ევროპელი სოციალისტები“, "ლელო - მამუკა ხაზარაძე" და "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი.