ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის შეფერხების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ცესკო მოუწოდებს ყველა ჩართულ თუ დაინტერესებულ მხარეს, არ ჩაერიონ საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციებში, ნუ შეეცდებიან საარჩევნო უბნის საქმიანობის შეფერხებას ან ჩაშლას, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა მოემსახუროს ამომრჩევლებს და კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს საარჩევნო ღონისძიებები.
"აღსანიშნავია, რომ ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგზე შეჭრისა და მისი ჩაშლის ფაქტი", - ნათქვამია განცახდებაში.