საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას და არც პარტიულ სტრუქტურებს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ცესკოს პრესპიკერის თქმით, წინასაარჩევნო გარემოს ხელს უშლის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც მათ რეგიონულ ოფისებში რეკავენ და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ.მიქელაძის ინფორმაციით, უცხო პირების მიერ ხდებოდა საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის შეტყობინების გადაცემა, თითქოს ისინი დაბარებულები იყვნენ შეხვედრებზე რეგიონის ახალ გუბერნატორებთან.