ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა 1 მილიონ 970 540-მა ამომრჩეველმა მისცა.
საარჩევნო უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიხურა, ხოლო იმ უბნებზე, სადაც რიგში იყვნენ ამომრჩევლები, მათ ხმის მიცემის საშუალება მიეცათ. 127 სპეციალურ უბანზე გადასატანი ყუთი 21:00 საათამდე დაბრუნდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, წინასწარი მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა. მათი უმეტესობა, მიქელაძის ცნობით, პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა.