ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მორიგ ბრიფინგზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ირაკლი ჭყოიძემ, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტიის შტაბის წარმომადგენელია, თამარ ჟვანიას განუცხადა: „ეს არის გაყალბებული მონაცემები, ნუ ცდილობთ მათ გავრცელებას“. ირაკლი ჭყოიძე ბრიფინგის ოთახიდან დაცვამ გაიყვანა.
ამასთან, რამდენიმე საათის წინ ცესკო-ში არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების დროს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მონაწილეობით ინციდენტი მოხდა.