ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ცესკო-ს თანამშრომლებისთვის ან თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი არ განხილულა.
როგორც შარაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვადის ფარგლებში მათთვის უფლებამოსილების შეჩერება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს.
რაც შეეხება მემორანდუმს, რომელიც „მოქალაქეებსა“ და მმართველ გუნდს შორის გაფორმდა, შარაბაძე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ნებისმიერ საკითხზე სათანამშრომლოდ მზადაა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. მმართველმა გუნდმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე უნდა იმუშაოს, წინა კვირას დაანონსა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისისა.