"ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, გუშინდელი ინციდენტი საარჩევნო-საკამპანიო ღონისძიებაზე არ მომხდარა, ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება, რომელიც პირდაპირ შეიძლება არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდეს", - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, გუშინ, ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავების კომენტირებისას განაცხადა. ჟვანია საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, შუალედური არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად აწარმოონ.
შეგახსენებთ გუშინ, ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მოგვიანებით, გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს, ჩხეტიას კი ხულიგნობის მუხლით ბრალი წაუყენეს.