ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ამომრჩევლს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელებისთვის.
თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ცესკო მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ყველა რეკომენდაციას ასრულებს. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 3657 საარჩევნო უბანია გახსნილი, იმ ამომრჩევლებისთვის კი, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, დამატებით ცალკე შექმნილია 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
თამარ ჟვანიას განცხადებით, ამომრჩევლის ნება გადამწყვეტია და მათი არჩევანი კანონია.