"ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08 :00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი", - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები - ორ ბიულეტენს.ანა მიქელაძემ მოქალაქეებს შეახსენა, რომ ხმის მიცემა არის ფარული და მოქალაქე საკუთარ არჩევანს ხმის მიცემის კაბინაში აკეთებს.