"31-ვე საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათზე გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი",- ამის შესახებცენტრალური კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმ საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის არჩევნების პირველ ტურზე გაიხსნა.
პრსესსპიკერმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა.