არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნას ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები უარყოფითად აფასებენ. მათი პროგნოზით, შესაძლოა ამის გამო დაბალი აქტივობაც დაფიქსირდეს. ექსპერტების განმარტებით, შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა დიდი ალბათობით შემაფერხებელი ფაქტორი იქნება როგორც ემიგრანტებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ექსპერტებისა და პოლიტიკოსების აზრით, უცხოეთში სამუშაო დღეს ხმის მისაცემად ერთი ქალაქიდან მეორეში გამგზავრება პრობლემური იქნება და ამის გამო დიდი შანსია, რომ ადამიანები, არჩევნებზე არ წავიდნენ. პოლიტიკურ წრეებში ამბობენ იმასაც, რომ ცესკო უგულებელყოფს ყველა სამართლებრივ ნორმას და მხოლოდ ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის დავალებებს ასრულებს.