ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.
როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, გადასატანი სარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.
თვიტიზოლაციაში მყოფ პირებს ცესკოს გადასატანი ყუთის მოთხოვნა დღეს 14 საათამდე შეუძლიათ.