ცესკო - ამ დროისთვის გადათვლა განხორციელდა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში - Palitra News

ცესკო - ამ დროისთვის გადათვლა განხორციელდა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში

2020-11-05 16:08:23+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის გადათვლა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში განხორციელდა. აქედან 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად იქნა ცნობილი 3 გადასატანი ყუთის მონაცემები, 9 შემთხვევაში, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ შემთხვევებში გასწორდა შედეგები. 8 შემთხვევში მონაცემები დარჩა უცვლელი.

როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, საჩივრების ნაწილი უფლებამოსილი პირების მიერ არ იყო წარდგენილი. მანვე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მთაწმინდის 01-01-18 უბნის გადათვლის შემდეგ უბნის შედეგები უცვლელი დარჩა.