ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, მათგან ზუგდიდში - 13, მარნეულში - 7, ზესტაფონში - 1 და ხულოში - 3, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, საჩივრების უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს შეეხება. ცესკოს ინფორმაციით, 68-ე უბანზე აღნიშნული დამკვირვებელი იმყოფებოდა ორგანიზაცია "ერთობიდან", ხოლო 49-ე საარჩევნო უბანზე - "საქართველოს ერთიანი ახალგაზრდა კავშირიდან".