"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, "ევროპული საქართველოს" ოფისთან გამართული აქცია დადგმული პროტესტი იყო და მისი სერიოზულად აღქმა არ შეიძლება. ნადირაშვილი ხელისუფლებას აქტივისტების მეცადინეობის მეთოდს იწუნებს და ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ ახალგაზრდები სახელებისა და გვარების დამახსოვრებაშიც კი ვერ ამეცადინა.
ამასთან, დეპუტატი პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის საკითხზე პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ინსტიტუტების შეურაცხყოფა არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია".