დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით თუბა ჩაბუქიმ დღეს ადვოკატთან ერთად მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადება შეიტანა."დღეს შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში დაცვის გამოყოფასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩემზე სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდება ზეწოლა. ბოლო დღეებში თურქულ მედიაში დაიბეჭდა სტატიები ჩემს ოჯახზე, სადაც მოღალატეებად ვართ მოხსენებული და წერენ წერილებს, რომ უნდა ჩამოვიდნენ და დაგვხოცონ. მარტო ვარ, ორ ბავშვთან ერთად, მეუღლე გვერდით არ მყავს და მეშინია", - განაცხადა თუბა ჩაბუქიმ.