გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგას, ვაქირისა და საქობოს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სოლომონ პავლიაშვილმა მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების და მიღწეული შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთან, შეხვედრაზე მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფელში არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნო. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად გაგრძელდება.