ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ პროექტებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და არსებული საკითხების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა.