ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან "ლეიბორისტული პარტიის” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ რუსეთის ჰიმნი ჰქონდათ ჩართული და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აღმართულ რკინის ჯებირზე საბჭოთა კავშირის დროინდელი პოსტერები გამოაკრეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების, მიზანია, რომ საბჭოთა საქართველო აღადგინონ, რასაც ქართველი ხალხი დაუპირისპირდება.