ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მიაწოდა.
ცესკოს ცნობით, ერთეული უბნების გახსნა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. გუდაურის ორი უბანი და შატილის ერთი უბანი ამ დრომდე ვერ გაიხსნა, ხოლო ხადას ხეობაში შედარებით გვიან გაიხსნა ერთი საარჩევნო უბანი.