"ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის სასამართლო განხილვები შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს. როგორც პალიტრანიუსს მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა, საქმეზე ბრალდებულ, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელ მაია რჩეულიშვილს სასამართლო განხილვებში მონაწილეობა სურს, რის გამოც, თუ ექიმები სასამართლოს ნებას დართავენ, განხილვები საავადმყოფოში ჩატარდება. ადვოკატი ამბობს რომ სასამართლო ვალდებულია, ბრალდებულის გარეშე არ ჩაატაროს პროცესები, რის გამოც ან უნდა დაელოდოს მის გამოჯანმრთელებას და შემდეგ გაგრძელდეს საქმის განხილვა, ან ექიმების თანხმობის შემთხვევაში, სხდომები სააავადმყოფოში ჩაატაროს.